თბილისში, სამრეწველო აღლუმზე, საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკაც არის წარმოდგენილი. ტექნიკა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშია" წარმოებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, წარმოდგენილი იქნება "ლაზიკა", "დიდგორი" - (3 მოდელი), უპილოტო საჰაერო სისტემა, სამხიდიანი დაჯავშნული მანქანა, Tam Jet - (ოთხადგილიანი თვითმფრინავი), Elit Jet - (შვიდადგილიანი თვითმფრინავი), 60 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნი, პისტოლეტი, RPG-7 - ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, ერთჯერადი ხელის ყუმბარმტყორცნი, "მყუდრო" - (უხმო ნაღმმტყორცნი), RD-7 - (ტანკსაწინააღმდეგო, ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი), ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, M4-ის მაყუჩი, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი ГП-25, ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი "AG-40".
აღნიშნული სამხედრო ტექნიკა დამზადებულია საქართველოში. მისმა ავტორებმა საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილება გაითვალისწინეს.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა სამრეწველო აღლუმზე, აგრეთვე, წარმოადგინეს აირგამათბობლები - "კერა-3მ", "კერა 8-მ", "კერა 10", სხვადასხვა ზომის წყალგაყვანილობის და აირგაყვანილობის მილები, სამხედრო ფეხსაცმელი და სამხედრო ფორმა.