თელავი ”ეტალონის” მხარდამჭერი გახდა

გადაცემა ”ეტალონის” წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩ ადილ ტურსუნოვთან ერთად კახეთს ეწვია.

მხარის გუბერნატორთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებს თელავში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის გამგებელმა პეტრე კიკნაძემ დაათვალიერებინა. შეხვედრაზევე გადაწყდა, რომ თელავი ყველაზე ეროვნული მედიაპროექტ ”ეტალონის” მხარდამჭერი ქალაქი ხდება.

”დღეს თელავს ყაზახეთის ელჩთან ერთად ვეწვიეთ. გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყაზახი ინვესტორების უფრო მეტად დაინტერესება კახეთის რეგიონით. ასევე გადაწყდა, რომ თელავი ”ეტალონის” მხარდამჭერი ქალაქი ხდება. ფინალურ თამაშში, რომლის გამარჯვებულსაც ახალი ავტომობილი გადაეცემა საჩუქრად, კახეთის რეგიონის ორი წარმომადგენელი ითამაშებს - პედაგოგები თელავიდან და ყვარლიდან”, - განაცხადა გოჩა ტყეშელაშვილმა.

”მე თავად ვიხილე ის დიდი ინტერესი, რომელიც თან ახლავს გადაცემა ”ეტალონს”. გადაცემის წამყვანთან ერთად თელავს ვესტუმრე და აღფრთოვანებული ვარ აქ მიმდინარე სამუშაოების ტემპით და მასშტაბებით. ვფიქრობ, კახეთი შესანიშნავი რეგიონია, თავისი სოფლის მეურნეობით, ტურისტული ზონებითა და ეკონომიკით და აუცილებლად დააინტერესებს ყაზახ ბიზნესმენებს”, - აღნიშნა ადილ ტურსუნოვმა.

მედიაპროექტი ”ეტალონი” ყოველ კვირას, 10.00 საათზე ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გადის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა