ბანკი "რესპუბლიკა" ავტოსესხების საზაფხულო აქციის პრეზენტაციას გამართავს

ბანკი "რესპუბლიკა", დღეს ავტოსესხების საზაფხულო აქციის პრეზენტაციას გამართავს. როგორც"ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, ყველას, ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ახალი ან მეორადი ავტომანქანა , ბანკი "რესპუბლიკა" 30 მაისიდან 1 სექტემბრამდე, ავტოგანვადების ყველაზე მოსახერხებელი პირობებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

"ბანკი "რესპუბლიკა" წარმატებით განაგრძობს მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული პროდუქტების შექმნას. ავტოგანვადების პირობები კი შემდეგნაირია - ერთ წლამდე უპროცენტო განვადება; განვადების დამტკიცება მხოლოდ პირადობით; პირველადი შენატანი მხოლოდ 30%; სესხის ვადა 5 წელი; სესხის მაქსიმალური თანხა 100 000 ლარი; მინიმალური შემოსავალი მხოლოდ 700 ლარი; დამტკიცების საკომისიო საჩუქრად; მომსახურების საკომისიო საჩუქრად", - აცხადებენ "რესპუბლიკაში".

გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც 30 მაისიდან 1 სექტემბრამდე ავტომანქანას ბანკ "რესპუბლიკის" მომენტალური განვადებით Hyundai-ის ავტოსალონში შეიძენს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საჩუქართან ერთად მიიღებს ერთწლიან ავტოდაზღვევას, 100 ლიტრ საწვავს და დაგირავების საკომისიოს საჩუქრად.

მომხმარებელს ბანკ "რესპუბლიკის" ავტოგანვადებით სარგებლობა KIA, HUYNDAI, NISSAN, RENAULT, VW, PEUGEOT, MITSUBISHI, FIAT, STRADA AUTO, OPEL, CHEVROLET, TOYOTA, AUDI, SKODA, RANGE ROVER, MATE MOTORS, MEGA AUTO-ს ავტოსალონებში შეუძლია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის