მიხეილ სააკაშვილმა ლილოს დასახლებაში ყველის დამამზადებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოს დასახლებაში ყველის დამამზადებელი საწარმო "ჩისკო" დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი საწარმოში დასაქმებულებს გაესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილისის გარეუბნებში ახალი საწარმოების შექმნა უმუშევრობას შეამცირებს.

"ჩვენი ყველი უნდა გადიოდეს ქსპორტზე. საფრანგეთს თუ გააქვს, ჰოლანდიას თუ გააქვს, ჩვენ რატომ არ უნდა გაგვქონდეს?", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში ყველაზე მიტოვებული ყოველთვის გარეუბნები იყო. პრეზიდენტის განცხადებით, გარეუბნებში მსგავსი 30 საწარმოს შექმნა დასაქმების მხრივ არსებულ სურათს მთლიანად შეცვლის.

ავსტრიულ-ქართული ინვესტიციით შექმნილი საწარმო "ჩისკო" ათი სახეობის ქართულ ყველს აწარმოებს. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

საწარმოში 700-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის