ნიკოლოზ ცისკარიძე 9 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა

რუსეთის სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნიკოლოზ ცისკარიძე 9 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა.იგი 7 ივნისს მარის ლიეპას ხსოვნისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ნიკოლოზ ცისკარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონცერტზე იგი ორ ნომერს, როლანდ პეტის "პიკის ქალს" და "ვარდის სიკვდილს" შეასრულებს.

ნიკოლოზ ცისკარიძემ საქართველოში ცხოვრების პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის საუკეთესო დრო იყო. დღესვე მან დედაქალაქის უბნებიც დაათვალიერა. "აქ ყველაფერი ჩემია, თითოეული ქვაც კი ნაცნობია ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი შეცვლილია, მაგრამ ჰაერი ისევ ისეთია, როგორც ჩემს ბავშვობაში", - აღნიშნა ცისკარიძემ.

მისივე თქმით, მას ენატრება ძველი თბილისი და ის დრო, როდესაც თეატრში დადიოდნენ მოხდენილად ჩაცმული ქალბატონები ვუალიანი ქუდებით, რომლებიც სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ. "მაშინ ეს იყო სხვა თბილისი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გამქრალია, არ ვიცი ასეთი პუბლიკა დარჩა თუ არა, მე ასეთი თბილისი მახსოვს. განსაკუთრებით გული დამწყდა, როდესაც რუსთაველზე გავიარე და ლაღიძის წყლები აღარ დამხვდა. მახსოვს ძველი სასტუმრო "ივერია" და იქ არსებული სანაყინე, სადაც იმ დროს საუკეთესო ნაყინი იყიდებოდა", - აღნიშნა ცისკარიძემ.

ნიკოლოზ ცისკარიძე საქართველოს 4 დღეში დატოვებს.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა