მიხეილ სააკაშვილი - კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სწორი არ იყო

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სწორი არ იყო , - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებსა და პედაგოგებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების უფლებას მისი შიდა სიტუაციაც არ აძლევდა.

"ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა და რუსეთი ორივე ერთია. რანაირადაა ერთი? ამერიკა იძახის, რომ საქართველოს ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს, იძახის რომ საქართველოში უნდა იყოს დემოკრატია და არაფერს გაძალებს. ჩვენ გვაქვს ავტონომია, ძირითადად თანხვედრა გვაქვს საკითხებში, მაგრამ არ მოგვიწოდებს, რომ ახლა ეს გავაკეთოთ და ახლა ის. მაგალითად, ამერიკამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველომ არა და ის არც არასდროს "მოგვწოლია", რომ ეს გაგვეკეთებინა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლებრივად კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება სწორი არ იყო, მათ შორის, გამომდინარე ჩვენი შიდა სიტუაციიდანაც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა საქართველოს აძლევს საშუალებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, თავისუფლება და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. "რაც მთავარია, მათ უნდათ, რომ ჩვენ განვვითარდეთ და წარმატებული ვიყოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის