"ინვალიდთა ასოციაცია" სოციალური სოლიდარობის ფორუმს ქმნის

"ინვალიდთა ასოციაცია" სოციალური სოლიდარობის ფორუმს ქმნის. ფორუმის პრეზენტაცია ასოციაციის წევრებმა დღეს ვაკის პარკში გამართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა სიხარულიძემ განუცხადა, ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ინვალიდებისთვის მეტი გაკეთდეს. მან მოუწოდა სოციალურად დაუცველი ყველა ფენის წარმომადგენლებს - ინვალიდებს, ვეტერანებს, პენსიონერებს, დევნილებს, უმუშევრებს, ბანკების მოვალეებს, უბინაოებს, მეანაბრეებს, ყოფილ ემიგრანტებს, ემიგრანტთა და პატიმართა ოჯახის წევრებს, რომ შეიქმნას ერთიანი სოციალური ფორუმი და მათი უფლებების დასაცავად ერთობლივად იბრძოლონ.

თავის მხრივ, სიხარულიძემ პოლიტიკურ ძალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმისადმი მხარში დგომა სთხოვა. ინვალიდთა ასოციაცია პენსია-დახმარება-შემწეობებისა და ხელფასების აუცილებელ საარსებო მინიმუმთან - 300 ლართან გათანაბრებას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ, რომ პარლამენტმა ინვალიდთა უფლებების დაცვის შესახებ გაერო-ს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინოს.

ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინვალიდთა კვირეულის ფარგლებში გამართულმა ღონისძიებებმა შედეგი უკვე გამოიღო – მუშაობა დაიწყო ახალმა სახელმწიფო პროგრამამ, რომლის მიზანი, ინვალიდების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ასევე, დაიძრა ინვალიდთა ორგანიზაციებისთვის შენობების უზურფუქტის წესით გადაცემის საკითხი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე