გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დღეს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "სამართლებრივი და პენიტენციალური რეფორმა საქართველოში: შედარებითი ანალიზი და ევროპის გამოცდილება" გაიმართება .

როგორც "ინტერპრესნიუსს" რობაქიძის უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორია თავად უნივერსიტეტი და უცხოეთის და საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დანაშაულის პრევენციისა და შედარებითი კრიმინოლოგიის კავკასიური ცენტრი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის), ასევე გერმანიის უნივერსიტეტების და ინსტიტუტების (ფრაიბურგის უნივერსტეტის, მაქს-პლანკის სახელობის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, ტურინგიის იუსტიციის სკოლის) პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები.

კონფერენციის მასალები გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცელობაში დაიბეჭდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია