სასამართლოებში მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებების შეტანა აიკრძალა

სასამართლოებში, ფოტო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც აიკრძალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულ პირებს ურიგებენ სასამართლოს თავმჯდომარის 19 ივნისის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო, კინო და ვიდეოაპარატურის გარდა, მობილური ტელეფონისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანაც იკრძალება.

სასამართლოებში ამ დრომდე დაუშვებელი იყო ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში ჟურნალისტებს სხდომის აუდიოჩანაწერის გაკეთება შეეძლოთ. შესაბამისად, შენობაში მობილური ტელეფონისა და ხმის ჩამწერი საშუალებების შეტანაზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. InterPressNews.Ge

ამასთან, "საერთო სასამართლოების შესახებ კანონის" მოქმედი ნორმის მიხედვით, "სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით".

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია