"ქართულმა ოცნებამ" ბოლნისის მაჟორიტარად დარეჯან ხვისტანი დაასახელა

ბოლნისში დღეს პოლტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი და შტაბი გაიხსნა.

შტაბის გახსნას კოალიციის ლიდერები ზვიად ძიძიგური და სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

ზვიად ძიძიგურმა ბოლნისის შტაბის უფროსად მალხაზ სანიკიძე წარადგინა. "ქართულმა ოცნებამ" დღესვე საპარლამენტო არჩევნებში კოალიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად დარეჯან ხვისტანი დაასახელა.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ქვემო ქართლში თუ აქამდე პოლიტიკური ოპოზიცია შეგუებული იყო იმას, რომ მოგება ძალიან ძნელი იყო და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ამ რეგიონს, დღეიდან ისინი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ამ გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებენ.

"მთელი ყურადღება იქნება გადატანილი ამ რეგიონზე და გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენი კანდიდატი ბოლნისში იქნება ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობს მთელი ბოლნისის მოსახლეობა, ეს არის ადამიანი, რომლის სახელი, მთელი ცხოვრება დაკავშირებულია სიცოცხლესთან, ადამიანის დაბადებასთან და, რომელიც ყველა ოჯახში სასურველი სტუმარი კი არა, ლამის მასპინძელია. ეს ქალბატონია მეან-გინეკოლოგი, ბოლნისის საავადმყოფოს ახლა უკვე ყოფილი მთავარი ექიმი დარეჯან ხვისტან-ჩხეტიანია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ქვემო ქართლს მუდმივად აკლდა ყურადღება პოლიტიკოსების მხრიდან, მუდმივად აკლდა ყურადღება ადამიანის პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით.

"დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, ქვემო ქართლში გაცილებით აქტიურად ვიმუშაოთ, სერიოზულად ჩავერთოთ ბრძოლაში, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად, თქვენს გარეშე ამას ვერაფრით გავაკეთებთ. არც აქამდე ვიყავით გულხელდაკრეფილები, მაგრამ დღეიდან უკვე ორგანიზებულად შევუდგებით მუშაობას, რათა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ქვემო ქართლის რეგიონში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს", - მიმართა შტაბის გახსნისას "ქართული ოცნების" ბოლნისის შტაბის ოფისში შეკრებილ საზოგადოებას ზვიად ძიძიგურმა.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა