სტანისლავ ლაკობა - ქართული სპეცსამსახურები გალში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა თათბირი გამართა, სადაც გალის რაიონში სიტუაციის გამწვავების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ აფხაზურ მედიას ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განუცხადა.

მისი თქმით, გალის რაიონში ბოლო პერიოდში ადგილობრივი სამართალდამცავების წინააღმდეგ ტერორისტული აქტები ხორციელდება.

"უკვე არის არც თუ ისე მცირე მსხვერპლი. როგორც წესი, კლავენ ქართული წარმოშობის ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობენ, რაც დემონსტრაციულად კეთდება. სიტუაცია განსაკუთრებით 2011 წლის ბოლოსკენ დაიძაბა და ვითარება დღითიდღე მწვავდება", - განაცხადა ლაკობამ.

მისივე თქმით, ყველა კვალი საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიდის, "საიდანაც შემოდიან ტერორისტული ჯგუფები". "როგორც წესი, ტერაქტები ჟენევის დისკუსიების წინ ხდება, რომ თქვან, თითქოს აფხაზეთის მთავრობა და რუსი მესაზღვრეები ვერ აკონტროლებენ ვითარებას", - განაცხადა სტანისლავ ლაკობამ.

მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ქართული ოპოზიციის წარმომადგნლების განცხადება, რომ სამეგრელოში ხელისუფლება უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის. "აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ამ პერიოდს ემთხვევა იმ ქართველი ტერორისტების პატიმრობიდან გათავისუფლება, რომლებიც აფხაზეთში ედუარდ შევარდნაძის დროს მოქმედებდნენ, რომელთაც სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, გრძელვადიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი", - აღნიშნა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა