"თავისუფალი საქართველო" საპატიმროებში წამების ფაქტებზე საუბრობს

პარტია "თავისუფალი საქართველო" საპატიმროებში წამების ფაქტებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით დღეს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თენგიზ ომანიძემ განცხადება გაავრცელა.

ომანიძის თქმით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ახალგაზრდებს საპატიმროებში აწამებდნენ. საქმე ეხება 29 მაისს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დაკავებულ 8 ახალგაზრდას, რომელთაგან ნაწილს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

"გათავისუფლების შემდეგ, ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ მათ მიმართ საპატიმროებში ადგილი ჰქონდა წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა", – აცხადებს ომანიძე.

პარტია "თავისუფალი საქართველო" მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის პასუხისმეგბლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა