შპს "ბურჯის" ადვოკატის განცხადებით, კომპანია გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე დაყადაღდა

შპს "ბურჯის" ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის ქონება და ანგარიშები გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე დააყადაღა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ბურჯის" იურისტმა ალა კახნიაურმა განაცხადა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კომპანიის მიერ მიწოდებულ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ჩაამატა ფურცელი, სადაც "ბურჯის" მიერ გაწეული ხარჯების რაოდენობა და "ქართული ოცნების" ოფისების მისამართები, რომელიც კომპანიამ გაარემონტა არარეალურია. კერძოდ, როგორც კახნიაურმა აღნიშნა, აუდიტის სამსახური 2012 წლის ივნისიდან ითხოვდა შპს "ბურჯისგან, " რომ მიეწოდებინა 2012 წლის 1 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, თუმცა უწყებას ამის უფლება არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ  სამსახური აწარმოებს კომპანიების პარტიებთან ურთიერთობის მონიტორინგს და არა სრულიად კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს.

"ჩვენი აღნიშნული განმარტება აუდიტის სამსახურმა ისე მიიჩნია, რომ მოთხოვნაზე უარი ვუთხარით და საქმე სასამართლოს გადასცა, რის შემდეგაც "ბურჯმა" სწრაფი ტემპით დაიწყო ამ დოკუმენტაციის გადაღება და აუდიტის სამსახურისთვის წარდგენა. 2012 წლის 25 ივნისს მომზადდა იანვრის საფინანსო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც სიმცირის გამო დაინომრა ნაწილობრივ. სულ წარდგენილ იქნა 1051 გვერდი, თუმცა დოკუმენტში ერთი ფურცელი ჩაამატეს. 29 ივნისს, როცა შპს "ბურჯის" დირექტორი, ნოე ქინქლაძე დაიბარეს ახსნა-განმარტების მისაცემად, მეც დავესწარი პროცედურას. ნათია მოგელაძემ უსაყვედურა ნოე ქინქლაძეს აღურიცხავი დოკუმენტაციის წარდგენის გამო და დაავალა ადგილზე დაენომრა დოკუმენტაცია. მოგელაძე დაჟინებით ითხოვდა ყველა ნომრის ხელმოწრით დამოწმებას, ვინაიდან აღნიშნული პროცედურა ტარდებოდა უკვე მათ უწყებაში და მათთვის წარდგენილ დოკუმენტებზე. მე აზრად არ მომსვლია , რომ  აუდისტის სამსახურში  ვინმეს შეეძლო ზედმეტი დოკუმენტი ჩაედოთ, თუმცა ასე მოხდა", - განაცხადა ალა კახნიაურმა, რომლის თქმითაც აუდიტის სამსახურში დოკუმენტაციის ნუმერაციისას ის  დასრულდა არა 1051-ით, არამედ 1052-ით და სწორედ ეს 1 ფურცელი იყო ჩამატებული. 

როგორც კახნიაური ამბობს,  ეს აუდიტის სამსახურში გააპროტესტა, რაც ასახულია ვიდეოჩანაწერში . ადვოკატი  მოითხოვს ამ ვიდეომასალის სრული ვერსიის გავრცელებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დოკუმენტაციაში ჩამატებული ფურცელზე დაფიქსირებული  მონაცემების არარეალურობაზე ისაუბრა "ბურჯის" დირექტორმა ნოე ქინქლაძემაც, რომლის თქმით, ამ მონაცემების მიხედვით,  ქარელის ოფისის რემონტის ღირებულება 60 452 ლარია, გურჯაანის _ 40 000 ლარამდე, თერჯოლის _ 62 486, ხონის _ 4 4563 ლარი, მარტვილის – 88 541 ლარი.

"ამ ფასად, რაც რემონტშია დაფიქსირებული, თითოეულ რეგიონში შესაძლებელია მინიმუმ 2 შენობის საკუთრებაში შეძენა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები არის არარეალური. ამასთან, არარეალურია ზოგიერთი მისამართიც, რომელიც დატანილია ამ ფურცელზე", - განაცხადა ნოე ქინქლაძემ.

შპს "ბურჯის" ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჟურნალისტებს და სპეციალისტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაათვალიერებინოს ის ოფისები, სადაც კომპანია სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რათა დარწმუნდნენ, რომ  არც კანონდარღვევას და არც თანხების დამალვას და არც საბუთების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, შპს "ბურჯი" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებებს აფასებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაში მყოფი საწარმოების ხელმძღვანელების დაშინებას.

შპს "ბურჯი" მიმართავს სასამართლოს თხოვნით, რათა მკაცრად დაიცვას კანონი, გადაწყვეტილებები მიიღოს მტკიცებულებათა შესწავლისა და შეფასების საფუძველზე და უარი განაცხადოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უკანონო შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

იხილეთ ვიდეო: შპს "ბურჯის" ადვოკატის განცხადებით, კომპანია გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე დაყადაღდა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის