კახეთში სტიქიის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 22 დაშავდა

კახეთში 19 ივლისის სტიქიის შედეგად 1500-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა და 22 დაშავდა. თელავში ქარიშხლის შემდეგ სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში 18 ადამიანი მოხვდა , გურჯაანში კი - 4. მათი უმრავლესობა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. ამასთან, ერთ-ერთ ქალს ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ასევე, გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს ქალი, რომელსაც ქარიშხლისას თვალში შუშის ნატეხი მოხვდა. დაშავებულს თვალზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

სტიქიის შედეგად თელავისა და გურჯაანის რაიონის მაცხოვრებლებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი. კერძოდ, ქარიშხალმა ასობით სახლს სახურავი გადახადა, მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი და შინაური ფრინველი, გაუნდაგურდა ნათესები და მოსავალი.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია