"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის მანქანის დაზიანების დეტალებზე "ქართულ ოცნებაში" ინფორმაცია არ აქვთ

სოფელ ვაჩნაძიანში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის დროს "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის მანქანის დაზიანების დეტალებზე "ქართულ ოცნებაში" ინფორმაცია არ აქვთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა, ის ესაუბრა ადგილზე მყოფ მის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი მხრიდან არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი და მომხდარის შესახებ მათთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ფიქრობს, რომ მანქანას დაზიანებები ივანიშვილის დაცვის წევრებმა მიაყენეს. "როდესაც ივანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა და უკვე მანქანისკენ მოვდიოდი, გავიგონე, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცის დედამ ივანიშვილს რეპლიკა ესროლა - ქართული ოცნება რუსეთში შეტენვა არ არისო და ამის გადასაღებად გავჩერდი. როცა მანქანასთან მივედი, მანქანას, მარცხენა მხარეს, წინ და უკან ძალიან დიდი დაზიანებები ჰქონდა. არ ვიცი წიხლი ჩაარტყეს თუ რა გააკეთეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაცვამ ან მისმა მხარდამჭერებმა გააკეთეს. არადა, ჩემი მანქანა ისე იდგა, რომ მის ესკორტს გზაზე გავლაში ხელს არ შეუშლიდა", – აცხადებს რომან ქევხიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის თქმით კი, რომ არ მიესწრო, ივანიშვილის დაცვის წევრები და "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი ბიჭები მის მანქანასაც დააზიანებდნენ.

"ივანიშვილის ესკორტი 10–მდე მანქანისგან შედგებოდა. სოფელში სამუშაოები რომ მიმდინარეობს, გზა დავიწროებულია. ესკორტის მანქანები რომ გაჩერდნენ და ივანიშვილი გზას ფეხით რომ გაუყვა, ჩვენც გავჩერდით. გადმოვედი, მანქანა დავკეტე და გადაღება დავიწყე. მერე აღმოჩნდა, რომ ესკორტმა ზემოთ ამოინაცვლა, ჩვენ ვმუშაობდით. როცა სოფლიდან წასვლა დააპირეს, მალევე დავამთავრე მუშაობა, რომ მანქანა მომერიდებინა. რომ მივედი, უკვე აბურთავებდნენ. როცა ვუთხარი, რომ მანქანისთვის თავი დაენებებინათ, ძალიან აგრესიულები იყვნენ. ამბობდნენ, რომ შეგნებულად გავაჩერე ასე, რომ მოძრაობა შემეფერხებინა და უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ", – ამბობს მთივლიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის