ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე დღეს საღამოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, ერთმანეთს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილი და რუხი ფერის "ოპელის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. ავტოავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მათ შორის დაცვის სპეცსამსახურის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მანქანები. მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ აღდგენილია.
ავტოავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.