ქუთაისში ხვალ, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისში, "თავისუფალი საქართველო", "ტრადიციონალისტთა კავშირი" და მოძრაობა "თეთრები" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარებს წარადგენენ.
ლიდერები ქალაქ ქუთაისის, ხარაგაულის, ჭიათურის, ბაღდათისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებენ.
უახლოეს დღეებში იგეგმება, აგრეთვე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა საქართველოს სხვა რაიონებში.