ვალერი მელაძე ბათუმის პიაცაზე დღეს კონცერტს გამართავს

ბათუმის პიაცაზე დღეს ვალერი მელაძის კონცერტი გაიმართება. პიაცას მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ოქიტაშვილმა აღნიშნა, კონცერტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მოხმარდება.

"მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის მთავრდება. დამატებით სკამები ჩავდგით, რადგან ბევრი ადამიანი უბილეთოდ დარჩა და არ გვინდა ვინმეს ვაწყენინოთ. არ მახსოვს ასეთი აჟიოტაჟი ყოფილიყოს რომელიმე კონცერტზე. ბათუმის პიაცაზე 3500 ადამიანს ველოდებით", - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

პიაცაზე კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ოქიტაშვილის განცხადებით, ვალერი მელაძე მაყურებელს ბევრ სიურპრიზს უმზადებს. "კონცერტი მიეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს, რადგან 2 აგვისტო ილიაობაა, მისი მფარველი აგელოზის დღე. ეს საღამო ყველასათვის დასამახსოვრებელი იქნება. ვალერი მელაძე დიდ სიურპრიზებს უმზადებს პიაცაზე შეკრებილ მსმენელს", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30-80 ლარია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა