საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დიმიტრი გვინდაძე შეცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ოზურგეთში გააკეთა.
ამასთან, მერაბიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს.
გვინდაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2011 წლის ივნისში კახა ბაინდურაშვილი შეცვალა.