გიორგი ჩაჩანიძე დიდუბის ახალგაზრდებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ჩაჩანიძე ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

გიორგი ჩაჩანიძისა და დიდუბის ახალგაზრდების ინიციატივით, დღეს, ერთ-ერთი საკალათბურთო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარემონტო სამუშაოებში საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ ბოისამაც მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ჩაჩანიძის თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის ყველა უბანში სხვადასხვა სპორტული კომლექსი გამართულად მუშაობდეს, რათა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია