გორში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გორის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით , სარეაბილიტაციო სამუშაოები შინდისის გზატკეცილზე, ამილახვრისა და კაჩინსკის ქუჩებზე ხორციელდება.

სკვერების გარდა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხინვალის გზატკეცილზე მინისტადიონის მოწყობაცაა დაგეგმილი.

პროექტის თანახმად, სკვერებში წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონის საფარი, ფეხით სავალ ნაწილებზე დეკორატიული ფილები, სასმელი წყლის სოკოები, კალათბურთის მოედნები და ბავშვებისთვის სათამაშო კუთხეები მოეწყობა.

ასევე, სამივე სკვერში დამონტაჟდება დეკორატიული სანათები და სკამები. რაც შეეხება სპორტულ მოედანს, მასზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, განათება, დეკორატიული სკამები და ფეხბურთის კარი.

აღნიშნულ სამუშაოებს, შპს "შარა" ასრულებს. სამუშაობი 8 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.

პროექტის განსახორციელებლად საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 337 878 ლარი გამოიყო.

"აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერები წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან საუბარში ხშირად აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდათ დასასვენებელი კუთხეები. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი შეძლებენ მათივე საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სკვერებში დასვენებას",-აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის