პარტია "მომავალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით პარტიის წინასაარჩევნო ინიციატივას ახმოვანებს.
ლაღიძის თქმით, შესაძლებელია ეტაპობრივად მოხდეს კომუნალურ გადასახადებზე ფასის დაწევა. "ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ არის შესაძლებელი ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე ფასების დაკლება, რომელიც მოსახლეობას შეუმსუბუქებს იმ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში ყოფნას, რაშიც ჩვენი მოსახლების დიდი ნაწილი იმყოფება", - განაცხადა გიორგი ლაღიძემ.
პარტია "მომავალი საქართველოს" წევრებს მიაჩნით, რომ ელექტროენერგიაზე ფასის დაწევა პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს 1 კილოვატზე 12 თეთრამდე. კუბური მეტრი გაზის ღირებულება 35 თეთრამდე უნდა შემცირდეს, ხოლო წყლის გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 1,50 ლარამდე დაიწიოს.
"ეს არის სრულიად შესაძლებელი და დეტალებში გაწერილი და დაანგარიშებულია. ისე რომ ამით არ დაზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტი და მოსახლეობაც შვებას იგრძნობს",- განაცხადა გიორგი ლაღიძემ.