ურუზმაგ ქარქუსოვი - 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო

ომი უნდოდა ყველას, რუსეთსაც და საქართველოსაც, მაგრამ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო, - ამის შესახებ დიმიტრი სანაკოევის მთავრობის ყოფილმა წარმომადგენელმა ურუზმაგ ქარქუსოვმა განაცხადა.

ქარქუსოვი ონში "ქართული ოცნების" აქციაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას". ქარქუსოვი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რადგან ქვეყანაში უმრავლესობა უმუშევარია და გაჭირვებულია.

ქარქუსოვის განცხადებით, ონში იმყოფება იმიტომ, რომ სიკეთეს და სამართლიანობას უჭერს მხარს.

ურუზმაგ ქარქუსოვი 2006-2010 წლებში დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის თანამშრომელი, შემდეგ კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. ამასთან, მისი ძმა ჯემალ ქარქუსოვი სანაკოევის ადმინისტრაციაში შს მინისტრი იყო. იქ მუშაობდა მისი კიდევ ერთი ძმა იანიკ ქარქუსოვიც.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები რუსეთში გაიქცნენ. ურუზმაგ ქარქუსოვი კი 2010 წლამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია