დაღესტანი - რუსული სამხედრო ძალების მობილიზების ადგილი

აგვისტოს მეორე ნახევარიდან მოყოლებული რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების უჩვეულო ესკალაცია მიმდინარეობს. ჩეჩნური, დაღესტნური და აზერბაიჯანული მედია ბოლო დღეებში დაღესტნის მთიან რეგიონებში რუსული სამხედრო ტექნიკის შეყვანას აქტიურად ეხმაურება და ამ პროცესთან დაკავშირებით საინტერესო ვარაუდებსა და ვერსიებს აქვეყნებს.

ინტერნეტსაიტი checheniainfo 26 აგვისტოს წერდა, რომ "უახლოეს ხანებში საქართველოს საზღვრისპირა რაიონები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მასშტაბური სამხედრო ღონისძიებებისათვის, რომელთა მიზანი ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ეს კავკასიაში მოსალოდნელი წვრთნებისთვის განხორციელებული მოსამზადებელი სამუშაოებია ან დაღესტნის ტყეებში დაბანაკებულ "ბოევიკთა" გასანადგურებლად მიმართული აქცია, ანაც საქართველოში შესაჭრელად მიმდინარე მზადება. ფაქტია, რომ სამხედრო ღონისძიებების InterPressNews.Geჩასატარებლად შეირჩა ცუნტინის რაიონი, ადგილი, საიდანად საქართველოს გავლით სომხეთი ყველაზე ახლოსაა".

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 20 აგვისტოს დაღესტანში ჩავიდა სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაცია, სასაზღვრო ჯარების სამმართველოს სტრატეგიული დაგეგმვის ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ მიხაილ სტრეხას მეთაურობით. დელგაცია პირადად პუტინის დავალებით მოქმედებდა. გადაწყდა, რომ ცუნტინის რაიონში შეიქმნება კომპლექსური ბანაკი, რომელიც, ფაქტობრივად, მობილურ სამხედრო ბაზას წარმოადგენს. საინტერესოა ისიც, რომ ბაზაზე იმუშავებს სამედიცინო კატასტროფების ჰოსპიტალი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში 300 დაჭრილის მიღებას შეძლებს. ჰოსპიტალს აქვს მანქანა კოსმოსური კავშირისთვის.

მთლიანობაში, 16 აგვისტოდან დაღესტნის საზღვრისპირა რეგიონში თავმოყრილია 300 ერთეული ჯავშანტექნიკა და 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე.

აზერბაიჯანული ინტერნეტსაიტი contact.az 27 აგვისტოს დაღესტნურ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბოლო დღეებში დაღესტნის მთიან რაიონებში საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, კერძოდ ბოტლიხის რაიონში, InterPressNews.Geრუსული საჯარისო დანაყოფების კონცენტრაცია შეინიშნებოდა. ადგილობრივ მცხოვრებლებში გავრცელდა ხმა, რომ ტარდებოდა აღნიშნული რაიონების ტყის მასივების ბლოკირება, რათა შემდეგ მომხდარიყო იქ დაბანაკებული მოჯაჰედების ბაზების განადგურება, გაისმოდა ასეთი ვერსიაც, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციისათვის ემზადებოდა.

აღნიშნული ვარაუდის ფონზე, საინტერეოა, ცნობილი რუსი ექსპერტის პაველ ფელგენგაუზის აზრი, რომ რუსეთი საქრთველოში ჯარების შეყვანისთვის ემზადება, რათა ამერიკის მიერ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში სომხეთში არსებულ რუსული ბაზას დაუკავშირდეს. იმავე აზრს გამოთქვამდა ამიერკავკაკსიაში რუსეთის ჯარების ყოფილი მეთაური იური ნეტკაჩოვიც, რომელიც აცხადებდა: "შესაძლოა, აუცილებელი გახდეს სამხედრო ძალებით საქართველოს საზღვრის დარღვევა, რათა რომხეთში არსებული რუსული ბაზებისაკენ კორიდორი გაიჭრას".

დაღესტნური ინტერნეტსაიტი vdagestan.com 28 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა მოახდინეს დაღესტნის დიდიეთის რაიონის სოფლების ბლოკირება და ჩაატერეს ადგილობრივთა სახლების ჩხრეკა. სამხედრო ტექნიკის მარშირების დროს მოხდა ავარიაც, გადაბრუნდა "კამაზის" ტიპის სატვირთო მანქანა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანები. რეგიონში თავმოყრილია 700 ერთეული ჯავშანტექნიკა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალება. 10 ათასამდე ცოცხალი ძალა.

InterPressNews.Geვდაგესტან.ცომ წერს, რომ რუსი სამხედროები კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა არაოფიციალურად, ადგილობრივების კითხვაზე: "რაში დაგჭირდათ ასეთი დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის მობილიზება", აღნიშნავენ: "ჩვენ მოვედით, რათა ქართველებისგან დაგიცვათ". თუმცა, ამისი არავის ჯერა, რადგამ სამხედროებმა უკვე დაიწყეს მუსულმანთა სახლებში ჩხრეკების ჩატარება. . .

დაღესტანში კი, დღეს შეიხ საიდ-აფანდი ჩირკეისკის სახლში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ; დაღესტნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. ტერაქტს, შეიხთან ერთად, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი ბავშვია...

მოამზადა დავით შალიკაშვილმა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის