2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია

2012 წლის სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულებულია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს სერტიფიკატი 8000-მდე პედაგოგს გადაეცემა , რაც შარშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია.

მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე შეეძლებათ www.naec.ge; www.tpdc.ge.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ. ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება. მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებენ.

სასერტიფიკაციო გამოცდები მესამე წელია ტარდება და სერტიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სერტიფიცირების შედეგად პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ, საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის