გიორგი თარგამაძე - ნაციონალური მოძრაობის ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს, - ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს გორში, შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შიდა ქართლში მცხოვრებმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის მშვიდობისა და სიცოცხლის ფასი. მისი თქმით, ამ რეგიონში მოქალაქეებს ესაჭიროებათ ცვლილებები, ქვეყანაში კი უნდა დაინგრეს ერთპარტიული მმართველობა.

თარგამაძის განცხადებით ადამიანები რომელნიც ქდმ-ს სახელით მაჟორიტარობის კანდიდატებად იყრიან კენჭს, ცხოვრებისეული გამოცდილებით და "ქრისტიან-დემოკრატიული" იდეებისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. ისინი საკუთარი კუთხისა და ქვეყნის პატრიოტები არიან.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა დამთავრდეს და "ქრისტიან-დემოკრატები" ამ პროცესში გადამწყვეტ როლს შევასრულებთ. აქაურ მოსახლეობას უნდა დემოკრატია და თავისუფლება მაგრამ არა ყველაფრის ფასად და ეს ფასი "ქრისტიან-დემორკატებმა" შიდა ქართლის მაცხოვრებლებთან ერთად ყველაზე კარგად ვიცით. ამის პარალელურად, აქ არის მოსახლეობა რომელსაც სწყურია შრომის ღირსეული დაფასება, რომ ჰქონდეს სამართლიანი ტარიფები ენერგომატარებლებზე, სასუქზე, საწვავზე, ჯადნაცვაზე, განათლებაზე; რომ უზრუნველჰყონ ოჯახის ღირსეული ყოფა. ეს ყველაზე რეალური პროგრამაა და ის სწორედ "ქრისტიან-დემოკრატებს" აქვთ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია