ბიძინა ივანიშვილი - ვანო მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია

ვანო მერაბიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გუნდში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია, თუმცა მას ჩვენს გუნდში ყველაზე დაბალი ადგილი ექნებოდა , - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები არ შეესაბამება სიმართლეს და მერაბიშვილს კოალიცია "ქართული ოცნების" გუნდში არავითარი ადგილი არ ექნება.

"ვანო მერაბიშვილსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება სამართალთან, რამდენადაც მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, თუმცა, ის ყველაზე დაბალანსებულია. ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ჟურნალისტებს მერაბიშვილის საშუალებით გადასცეს ის ვიდეოები, რომლებიც ციხეებში პატიმრების წამებას ასახავს, შესაძლოა უკავშირდებოდეს სწორედ ამ ჩანაცვლებას. "სააკაშვილმა მერაბიშვილის ახალაიათი ჩანაცვლებით მათი გუნდის ძალიან ბევრი წევრი გაანაწყენა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ამათი დაშლა ძალიან ადვილია და ნახეთ, ცოტა ხანში როგორ დაიშლებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია