კოალიცია "ქართულ ოცნებას" მოჭიდავე რამაზ ნოზაძე შეუერთდა

კოალიცია "ქართულ ოცნებას" მოჭიდავე რამაზ ნოზაძე შეუერთდა. რამაზ ნოზაძემ ჟურნალისტებს კოალიცია "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ წარუდგინა.როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, რამაზ ნოზაძის მეუღლე, ხატია სიჭინავა წარმოშობით ფოთიდან არის, მისი ოჯახი ფოთში ცხოვრობს და, შესაბამისად, რამაზ ნოზაძემ გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო მხარდაჭერა მას ფოთში გამოუცხადოს.

რამაზ ნოზაძემ განაცხადა, რომ ტელეეთერით ნანახი პატიმართა წამების კადრებში ფაქტების გამო ემოციების ქვეშ მოექცა.

"მე სულით მებრძოლი ვარ. ქართველი ვარ და ამ ერის მამულისშვილი. ეს იყო ბოლო წვეთი და მე მხარდაჭერას ვუცხადებ კოალიცია "ქართულ ოცნებას", - განაცხადა რამაზ ნოზაძემ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შეუერთდებიან თუ არა კიდევ სხვა სპორტსმენები და მისი მეგობრები კოალიცია "ქართულ ოცნებას", რამაზ ნოზაძემ განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" არაერთი მისი მეგობარი და სპორტსმენი უჭერს მხარს, ხოლო მისი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" მხარდაჭერისა მაგალითი გახდება მისი მეგობრებისა და სპორტსმენებისათვის, რათა ღიად დააფიქსირონ მათი თანადგომა კოალიციის მიმართ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია