დღეს და ხვალ საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს და ხვალ საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სხვადასხვა ეპარქიებში წირვის შემდეგ მოძღვრები და მრევლი საეკლესიო ბაირაღებითა და ჯვარ-ხატებით, ლოცვითა და გალობით, ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თავიანთი ტაძრების მიმდებარე ტერიტორიას და შემდეგ, წინასწარ დადგენილი მარშრუტით, შეუერთდებიან სხვა ტაძრების მღვდელმსახურებსა და მრევლს და ერთად გაემართებიან ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი შეასრულებს პარაკლისს.

მრავალგზის წაიკითხება ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი: "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო".

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს, დაილოცა დედაქალაქი თბილისი და მცხეთა.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით არჩევნებამდე დარჩენილი დღეების მანძილზე და განსაკუთრებით კვირას მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ყველა სხვა ქალაქი და სოფელი უნდა აკურთხონ.

სასურველია მრევლმა თავის სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითონაც ასხუროს ნაკურთხი წყალი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის