"დიდუბის ავტოვაგზლის" და "ოკრიბას" სადგურებიდან დასავლეთ საქართველოს მიმრთულებით სამარშუტო ტაქსების გასვლა შეჩერებულია

"დიდუბის ავტოვაგზლის" და "ოკრიბას" სადგურებიდან დასავლეთ საქართველოს მიმრთულებით სამარშუტო ტაქსების გასვლა შეჩერებულია.

ამ დროისთვის ათეულობით მგზავრი ქუთაისის, ზესტაფონის, ტყიბულის, ჭიათურისა და სხვა ქალაქებისკენ გამგზავრებას უშედეგოდ ცდილობს. მათი თქმით, სხვა დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი დასავლეთისკენ წასვლა და სამარშუტო ტაქსები დიდუბის სადგურიდან ნებისმიერი მგზავრის რაოდენობის შემთხვევაში, შეუფერხებლად გადიან. არაერთი მგზავრი წუხილს იმის გამო გამოხატავს, რომ რაიონებში წასვლა არჩევნებში მონაწილეობის გამო სურთ და სწუხან, რომ ამის საშუალება არა ეძლევათ.

მოლარეები დიდუბის სადგურიდან სამარშუტო ტაქსების გაუსვლელობის მიზეზად გრაფიკის გადატვირთულობას ასახელებენ. მათი მტკიცებით, მგზავრების სიმრავლის გამო, დღის განმავლობაში გრაფიკით დაგეგმილ რეისს რამდენიმე ერთეული მიკროავტობუსის და დიდი ავტობუსის გასვლაც დაემატა და მოცემული მომენტისათვის სატრანსპორტო საშუალებების კიდევ დამატება ვეღარ ხერხდება.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა