ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა და მისი მესიჯების მოსმენა ბიზნესის განვითარებასთან დაკავშრებით საინტერესო იყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სილქროუდჯგუფის" ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განუხაცდა.
რამიშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდა.
მისივე თქმით, თუ კი ბიძინა ივანიშვილის პროგრამამ განხორციელება დაიწყო, ქვეყანაში ბიზნესის განვითარება მალე დაიწყება.
რაც შეეხება საქართველოში "ტრამპთაუერის" მშენებლობას, რამიშვილის ინფორმაციით, მშენებლობა მალე დაიწყება.
როგორც ცნობილია, "სილქროუდჯგუფი" არის ამერიკელი მილიარდელის, დნალ ტრამპის პარტნიორი "ტრამპთაუერის" მშენებლობაში.