ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი, კახი კავსაძემ, დათო მაღრაძე და ნიკუშა შენგელაია მივიდნენ

მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში მსახიობები გივი ბერიკაშვილი, გურანდა გაბუნია, ოთარ მეღვინეთუხუცესი და კახი კავსაძე , ასევე, პოეტი დათო მაღრაძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია მივიდნენ.

როგორც კახი კავსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ბიზნეს-ცენტრში სადილზე სტუმრად არიან მიწვეულნი. რაც შეეხება გივი ბერიკაშვილს, ჟურნალისტების კითხვაზე, იღებენ თუ არა მონაწილეობას მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში, მან ასეთი ფაქტი კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ ისინი ასეთ კონსულტაციებში არ მონაწილეობენ.

დილიდან ბიზნეს-ცენტრში თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. იქ იმყოფებოდნენ ასევე კოალიციის წევრები ირაკლი ღარიბაშვილი და გია ხუხაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული. გია ხუხაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ცენტრი ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია