გადადგომა ბაროზომ მაიძულა - აცხადებს ევროკომისარი ჯანდაცვის საკითხებში

ჯანდაცვის ევროკომისარი ჯონ დალი, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა, აცხადებს, რომ გადადგომა ევროკომისიის თავკაცმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აიძულა.

დალის საღეჭი თამბაქოს მწარმოებელი შვედური კომპანია Swedish Match-ი არალეგალური ფინანსური გარიგების დადების მცდელობაში სდებს ბრალს.

მალტელი ჩინოვნიკი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, მალტაში ფინანსთა მინისტრად მუშაობდა, აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. თუმცა, საკუთარი რეპუტაციის გადარჩენის მიზნით, მან თანამდებობა დატოვა.

თუმცა მოგვიანებით დალიმ განაცხადა, რომ პოსტიდან წასვლა სინამდვილეში მას ევროკომისიის თავკაცმა ჟოზე მანუელ ბაროზომ აიძულა. მისივე თქმით, ბაროზოს არ სურდა ამ საქმის გამო ევროკომისიის რეპუტაცია შელახულიყო და კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ჟაკ სანტერისდროინდელი ინციდენტი.

შეგახსენებთ, 1999 წელს ევროკომისიის მთლიანი შემადგენლობა, ჟაკ სანტერის ხელმძღვანელობით, იძულებული გახდა გადამდგარიყო. მიზეზი მაშინაც კორუფციული სკანდალი იყო.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის