საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპოლონ კაკაბაძე დაინიშნა. ხადურის შეფასებით, კაკაბაძე კვალიფიციური კადრია.
"მე კარგად ვიცნობ მის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებს. იცის სისტემის შუქ-ჩრდილები და შეძლებს ნაკლოვანებების აღმოფხვრას და იმ მიღწევების შენარჩუნებას, რაც წინა ხელმძღვანელობის დროს იქნა მიღწეული", - განაცხადა ხადურმა.
აპოლონ კაკაბაძეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2007 – 2009 წლებში მუშაობდა მერიის ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურში. 2004 – 2005 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამეგრელო – ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონულ სამმართველოში – სამმართველოს უფროსად. ასევე, საგადასახადო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.