"პალიტრა ტვ"-ის გუნდმა europe-bet-ის მიერ გამართულ ტურნირში ტეხასურ პოკერში გამარჯვება მოიპოვა

europe-bet-ის პოკერკლუბში გამართულ ტურნირში ტეხასურ პოკერში გამარჯვება "პალიტრა ტვ"-ის გუნდმა მოიპოვა. ტურნირი europe-bet-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 9 მედიასაშუალებამ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდი 5 100 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულ გუნდს 3 600 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე "ავტორადიო" გავიდა, რომელსაც საჩუქრად 1 500 ლარი გადაეცა.

როგორც europe-bet-ში აცხადებენ, კომპანია მსგავსი ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს. გამარჯვებული გუნდი შემდეგი წევრებისგან იყო დაკომპლექტებული: ვაჟა თავბერიძე (გუნდის კაპიტანი), თენგო ოყუჯავა, ნიკა სიხარულიძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი შეყილაძე და ალექსანდრე ნაბახტეველი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია