კომპანია "ალტა" საქართველოში Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი ხდება. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ხვალ მოეწერება ხელი.
მემორანდუმის ხელმოსაწერად საქართველოში Samsung-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი სანგ პილ ჩანი ჩამოვიდა.
დღეიდან "ალტას" მაღაზიათა ქსელში შეძენილი Samsung-ის სმარტფონები აღჭურვილი იქნება უნიკალური სერვისებით. სწორედ ასეთი სერვისია "საქართველოს სანავიგაციო რუკა".
პირველად საქართველოში "ალტაში" შეძენილ მაღალი კლასის Samsung-ის სმარტფონებზე მომხმარებელი ანდროიდის ბაზაზე საქართველოს სანავიგაციო 3D რუკას მიიღებს, სადაც როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების, შენობების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი ადგილსამყოფელის ნახვა და სასურველი დანიშნულების წერტილამდე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა.
8 ნოემბრიდან "ალტას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ Samsung-ის სმარტფონების 11 მოდელზე საქართველოს სანავიგაციო 3D რუკა იქნება. ერთ-ერთი ესეთი მოდელის სმარტფონი პრეს-კონფერენციის დროს მედიისთვის საჩუქრად გათამაშდება.
მემორანდუმის გაფორმება "ალტასთვის" საიუბილეო თარიღს დაემთხვა, - კომპანიას მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა.