ზურაბ ჭიაბერაშვილი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 19 ივლისის სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჩალაურის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, ჭიაბერაშვილმა თავდაპირველად მურველაშვილების 6-სულიანი ოჯახი მოინახულა, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლი დაენგრათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ზარალის შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მოისმინა. ჩალაურის მაცხოვრებლების თქმით, გაწეული დახმარება საკმარისი არ იყო და ისინი ზიანის ანაზღაურებას ახალ ხელისუფლებას სთხოვენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გუბერნატორის ადმინისტრაცია მზად არის კოორდინაცია გაუწიოს ახალ ხელისუფლებას, რადგან დაზარალებულებს ზარალი სრულად ანაუზღაურდეს, დაეხმაროს ზარალის დათვლაში.

"87 მილიონი ლარის დახმარება გავუწიეთ 19 ივლისის დაზარალებულებს, თუმცა მე მოვინახულე სახლები და შევხდი მოსახლეობას. ადგილობრივები კიდევ საჭიროებენ დახმარებას. მიმდინარე კვირას ახალ ბიუჯეტზე გაიმართება მსჯელობა და იმედი მაქვს, როგორც დაპირებული იყო ბიძინა ივანიშვილი შესაბამის დახმარებას გაუწევს დაზარალებულებს.

2012 წლის 19 ივლისს ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად კახეთში 32 000 ოჯახი დაზარალდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა