"ალტა" საქართველოში Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი ხდება

კომპანია "ალტა" საქართველოში Samsung-ის სმარტფონების ოფიციალური პარტნიორი ხდება

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" დღეს მოეწერება ხელი.

მემორანდუმის ხელმოსაწერად საქართველოში Samsung-ის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის უფროსი სანგ პილ ჩანი ჩამოვიდა.

დღეიდან "ალტას" მაღაზიათა ქსელში შეძენილი შამსუნგ-ის სმარტფონები აღჭურვილი იქნება უნიკალური სერვისებით. სწორედ ასეთი სერვისია "საქართველოს სანავიგაციო რუკა".

პირველად საქართველოში "ალტაში" შეძენილ მაღალი კლასის Samsung-ის სმარტფონებზე მომხმარებელი ანდროიდის ბაზაზე საქართველოს სანავიგაციო 3D რუკას მიიღებს, სადაც როგორც თბილისის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩების, შენობების, მნიშვნელოვანი ობიექტების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იქნება. სანავიგაციო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი ადგილსამყოფელის ნახვა და სასურველი დანიშნულების წერტილამდე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვა.

8 ნოემბრიდან "ალტას" მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ Samsung-ის სმარტფონების 11 მოდელზე საქართველოს სანავიგაციო 3D რუკა იქნება. ერთ-ერთი ესეთი მოდელის სმარტფონი პრეს-კონფერენციის დროს მედიისთვის საჩუქრად გათამაშდება.

მემორანდუმის გაფორმება "ალტასთვის" საიუბილეო თარიღს დაემთხვა, - კომპანიას მოღვაწეობის 15 წელი შეუსრულდა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა