ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თემურ იაკობაშვილი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. იაკობაშვილის განმარტებით, მისია და საქმიანობა ამუწურულად მიაჩნია.
"მინდა გაცნობოთ, რომ დღევანდელ თანამდებობაზე ჩემს მისიას და საქმიანობას ამოწურულად მივიჩნევ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ახალი მთავრობა ვაშინგტონში ახალმა ელჩმა უნდა წარმოადგინოს. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საგარეო საქმეთა მინისტრს და მომავალი რამოდენიმე თვის განმავლობაში საქმეების ცივილური გადაბარებთ დავკავდები", - აცხადებს იაკობაშვილი.
ამასთან, საქართველოს ელჩი განცხადებაში "ქვეყნის საკეთილდღეოდ სამსახურის შესაძლებლობის მიცემისთვის" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის.
თემურ იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად პარლამენტმა 2010 წელს დაამტკიცა.