აბანოთუბანში მიმინოსა და ხოხბის ძეგლი "გაუჩინარდა". აბანოთუბანში მიმინოს ძეგლი სპეციალურად მოწყობილ ადგილზე იდგა, რომელსაც ბრჭყალებში ხოხობი ჰყავდა მომწყვდეული.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ძეგლის გაუჩინარების შესახებ იქ მყოფებმა კონკრეტული ვერაფერი თქვეს. მათ განაცხადეს, რომ ძეგლის გაუჩინარების შესახებ არაფერი იციან და, შესაბამისად, ვერაფერს იტყვიან. რამდენიმე გამვლელმა კი მომხდარის შესახებ "ინტერპრესნიუსისგან" შეიტყო და უკმაყოფილება არ დამალა. "ვინც მას ჯართში ჩააბარებს კი არა, ვინც მას ჩაიბარებს, ის უნდა დაიჭირო", - აღნიშნა ერთ-ერთმა გამვლელმა.
ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, ძეგლი დაახლოებით ორი კვირის წინ გაუჩინარდა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
იხილეთ ვიდეო: აბანოთუბანში მიმინოსა და ხოხბის ძეგლი "გაუჩინარდა"