ლორიკ მარშანიას სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლორიკ მარშანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა.

მარშანია აღნიშნულ სახლში 1981-2010 წლებში ცხოვრობდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ლორიკ მარშანიას ოჯახის წევრებთან ერთად, მიიღეს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, აფაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თუმცა მათ ოჯახს პატივისცემა დაუდასტურეს.

ზაქარეიშვილის თქმით, მან ლორიკ მარშანია ომის დროს გაიცნო და იგი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის გადარჩენას ცდილობდა.

"ასეთი მემორიალური დაფები გაიხსნება სოხუმში აფხაზების ინიციატივით",- დასძინა რეიტენგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, ლორიკ მარშანიას შვილის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის ადა მარშანიას თქმით, ლორიკ მარშანია საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს იცავდა და საკუთარ პოზიციას კომუნისტური რეჟიმის პირობებში გულწრფელად აფიქსირებდა ტრიბუნებიდან.

აკადემიკოსი ლორიკ მარშანია 2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა. ეთნიკურად აფხაზს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობა არაერთგზის მიუღია, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ინტერესებს იცავდა. ლორიკ მარშანია გიორგი შერვაშიძის პრემიის პირველი ლაურეატია, მას ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარსიხის ორდენი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო