ე.წ. ქვედა "ზეემკა"-ს დასახლებაში ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება 12 სახანძრო ბრიგადა, რომლებიც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაობს ატარებენ. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.