ლევან პირველი - საქართველოს ყოფილ მთავრობას ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი

ბიზნესმენ ლევან პირველის განმარტებით, საქართველოს ყოფილ მთავრობას მისი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი. როგორც ლევან პირველმა ჟურნალისტებს ავსტრიიდან ტელეხდით განუცხადა , საქმეში ფიგურირებს არა მხოლოდ ახალაია, არამედ სხვა ადამიანებიც.

"აგვისტოს თვიდან მე მყავდა გაძლიერებული დაცვა. სახლი იყო სამართალდამცველებით 24 საათიან რეჟიმში დაცული. მე მომცეს ტყვიაგაუმტარი მანქანაც და პირადი სპეცრაზმი მიცავდა 24 საათის განმავლობაში. ეს ხდებოდა თითქმის დღემდე. საქმე იყო აღძრული, რომ ჩემი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი საქართველოს მთავრობის მიერ. მანდ არის რამდენიმე პიროვნება, მაგრამ მე მათი დასახელებიდან თავს შევიკავებ, რადგან საქმეს იძიებს ავსტრიის სამართალდამცავი უწყებები", - განაცხადა ლევან პირველმა.

ლევან პირველი ასევე გამოეხმაურა ნიკა უჩანეიშვილის მკვლობასაც. მისი თქმით, ის პირადად დააყენებს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს და მიმართავს პროკურატურას საჩივრით, რომ დაისაჯოს სააკაშვილი იმ განცხადების გამო, რომლითაც ის ლევან პირველს უშუალოდ ადანაშაულებს ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობაში.

ლევან პირველის განცხადებით, მას არ მიუძღვის არანაირი წვლილი და ის არასდროს არც ეჭვმიტანილი, არც ბრალდებული არ ყოფილა. მისი თქმით, ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხებოდა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს ყოფილ მთავრობას ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი - ლევან პირველი

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის