თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალს კინოთეატრები "ამირანი" და "რუსთაველი" უმასპინძლებს

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალს კინოთეატრები "ამირანი" და "რუსთაველი" უმასპინძლებს. კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება, რომლის ორგანოზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე".

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად, დეკემბრის დასაწყისში იმართება და კინოეკრანები ერთი კვირის განმავლობაში ეთმობა საფესტივალო, არაკომერციულ, ნოვატორულ, ექსპერიმენტულ, საავტორო თუ ე.წ. განსხვავებულ კინოს.

ორგანიზატორების განმარტებით, კინოფესტივალის მთავარი მიზანია, წარმოადგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები, მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პროფესიული შეხვედრები, უორკშოფები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რაც, ორგანიზატორების განცხადებით, სტიმულს მისცემს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.

"ჩვენ ვისწრაფით, რომ კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტების და კინოდისტრიბუტორების თავშეყრის ადგილი გახდეს. თავისი არსებობის მანძილზე ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა",-აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

გასული 12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-მდე რეჟისორს, მსახიობს, პროდიუსერს, კინომცოდნეს და სხვა პროფესიონალს უმასპინძლა.

ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ცნობილი კინომოღვაწეები, როგორებიც არიან: ბობ რაფელსონი, მაიკლი, ფრანკო ნერო, ლეოს კარაქსი, კშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმეკი, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, მარიამ დ’აბო, გრეტა სკაკი, ჩულპან ხამატოვა, ჯაფარ პანაჰი და სხვები.

ფესტივალის მთავარი პარტნიორია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი. ფესტივალის ორგანიზატორებს მუდმივად უწევენ კონსულტაციას ბერლინალეს "ფორუმის" დამაარსებლები ერიკა და ულრიხ გრეგორები, აგრეთვე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და ამ სფეროს აღიარებული პროფესიონალები.

კინოფესტივალი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა Hollywood Reporter da Screen Daily.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის