"თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველი და უცხოელი კინომატოგრაფისტების 130 ფილმი იქნება ნაჩვენები. თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 3-დან 9 დეკემბრამდე გაიმართება. კინოფილმები კი, კინოთეატრებში "ამირანსა" და "რუსთაველში" იქნება ნაჩვენები.

კინოფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს იმ რეჟისორებისა და ფილმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა ნამუშევრები ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

3 დეკემბერს ფესტივალის საზეიმო გახსნა კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. ფესტივალს გახსნის უნგრელი რეჟისორისა და ფესტივალის საპატიო სტუმრის, იშტვან საბოს ახალი ფილმი "ქარი", რომლის მთავარ როლშია ოსკაროსანი ჰელენ მირენი, ხოლო კინოფესტივალის საზეიმო დახურვა 8 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" დიტო ცინცაძის ფილმის "შემოჭრა" ჩვენება გაიმართება, რომლის მთავარ როლებში ბურგჰარტ კლაუნსერი და მერაბ ნინიძე არიან. ფილმს მოპოვებული აქვს მონრეალის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მერაბ ნინიძეს კი - პეტერბურგის ფესტივალის პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდება მთავარი საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და გაიცემა ორი პრიზი – "ოქროს პრომეთე" საუკეთესო ფილმის და "ვერცხლის პრომეთე" საუკეთესო რეჟისორისთვის. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში, რომელსაც გადაეცემა ფარაჯანოვის სახელობის პრიზიც. ასევე საუკეთესო ფილმის რეჟისორისთვის დაწესებულია ჯილდო - გამგზავრება პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2013 წლის იანვარში. აღნიშნული ჯილდო დაწესებულია შვედური ინსტიტუტის და შვედეთის საელჩოს მიერ, პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალთან ერთად. ფესტივალის მთავარი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა ირანელი რეჟისორი მოჰსენ მახმალთაბი, ხოლო ჟიურიში შედიან სცენარისტი და დრამატურგი დიდი ბრიტანეთიდან კრისტოფერ ჰემპტონი, მსახიობი დინარა დრუკაროვა, რეჟისორი შვეიცარიიდან ნიკოლა ვადიმოვი და მსახიობი ნიკა თავაძე. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის თავმჯდომარეა ფრანგი მსახიობი გრეგუარ კოლენი. ასევე ჟიურიში შედიან პროდიუსერი დიდი ბრიტანეთიდან მაიკ დაუნი და პოლონელი ვარშავის კინოფესტივალის დირექტორი სტეფან ლაუდინი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის