ბანკი "რესპუბლიკა" პირადი მრჩევლის ინსტიტუტის დანერგვას იწყებს (R)

ბანკი "რესპუბლიკა" პირადი მრჩევლის ინსტიტუტის დანერგვას იწყებს.  როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკიდან აცნობეს, პირადი მრჩევლის ინსტიტუტი ახალი სტრატეგიის ნაწილია და მისი მიზანია, მომხმარებლის დახმარება მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებასა და სასურველი საბანკო პროდუქტის არჩევაში.

პროექტის მიზანია კლიენტთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და მომხმარებლის მომავალი სურვილების სწორად გაანალიზება – ისე, რომ ბანკის პროდუქტი კლიენტის შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს.

"ჩვენ ვუყურებთ ყველა კლიენტს და მომხმარებელს გრძელვადიან პერსპექტივაში და შევეცდებით, ჩვენი მომსახურება იყოს განსაზღვრული არა მარტო უკეთესი საპროცენტო განაკვეთით, არამედ შევძლოთ ჩვენი მომხმარებლის მომავალი სურვილების სწორად გაანალიზება. ახალი სტრატეგია მომხმარებელს უგეგმავს ყველაფერს ისე, რომ მან უზრუნველყოს თავისი სურვილების მიღწევა", - განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის" კომერციულმა დირექტორმა, რამაზ კუკულაძემ.

ურთიერთობის ოფიცერს ყველა კლიენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა ექნება და კონსულტაციით ყველა მომხმარებელი უფასოდ ისარგებლებს.

პროექტი ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის