გიგი უგულავამ ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გლდანში ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანში 4 000 კვ. მეტრ ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი "ფრესკო" აშენდა.

შენობის პირველ სართულზე 80 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო, ხოლო მეორე სართულზე სუპერმარკეტი განთავსდა.

მერიის ინფორმაციით, ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს.

ადგილზე განთავსდა პურ-ფუნთუშეულის საცხობი, კაფე და ტერიტორია უფასო ჭი-Fი ინტერნეტით აღიჭურვა.

"ფრესკოში" ამჟამად 80 ადამიანი დასაქმდა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა და მათ რეკომენდაცია გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ გაუწია.

ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დღეს თბილისის მერმა ინვესტორთან ერთად გახსნა და დაათვალიერა. გიგი უგულავა ობიექტში დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდა და გაესაუბრა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია