ეროვნულმა არქივმა უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გამართა

თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ეროვნულმა არქივმა კინოთეატრ "რუსთაველში" უხმო კინოს პერიოდში გადაღებული ოთხი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გამართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" არქივიდან აცნობეს, ფილმები ცოცხალი მუსიკით რეზო კიკნაძემ და ანსამბლმა "Consilia"-მ გააფორმეს.

არქივის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გადაღებულმა ნამუშევრებმა მაყურებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

ფესტივალისთვის შერჩეული იყო ფილმები "კულტურფილმის" ჟანრიდან, რომელსაც კონცეფცია "სხეული/მანქანა" აერთიანებს.

ფილმებიდან ორი - კოტე მიქაბერიძისა და ვასილ დოლენკოს "რასაც დასთეს, იმას მოიმკი" და სიკო დოლიძის "მიწის ძახილი" ახალგაზრდა სოციალისტური რესპუბლიკისთვის აქტუალურ თემას, კოლექტიურ მეურნეობებში სამუშაო პროცესის მექანიზაციას და შრომის ახლებურ განაწილებას ეხება.

ვახტანგ შველიძის "კოლმეურნის ჰიგიენა" და ალექსანდრე ჯალიაშვილის "დილის ათი წუთი" კი სხეულის გაჯანსაღების საკითხებში სახელმწიფო პოლიტიკას ასახავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის