ნოდარ ანდღულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი დღეს გაიმართება

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს ნოდარ ანდღულაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კონსერვატორიიდან აცნობეს, საიუბილეო კონცერტში მონაწილეობას ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, ელდარ გეწაძე, ნინო სურგულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, თეა დემურიშვილი, რამაზ ჩიკვილაძე, მარიკა მაჩიტიძე, არმაზ დარაშვილი, ვახტანგ ჯაშიაშვილი მიიღებენ.

კონცერტზე დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.

ღონისძიების ორგანიზატორია ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "თანადგომა".

ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ნოდარ ანდღულაძე 1927 წლის 13 დეკემბერს დაიბადა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა