"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ამ დროისთვის 32 განაცხადია შესული.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მათგან 31-მა განაცხადი დღეს შეიტანა. კონკურსში მონაწილეობენ: მამუკა ფხაკაძე, ვასილ ბარნოვი, არჩილ ჭყოიძე, ზურიკო ჩადუნელი, ზურაბ ხუციშვილი, ვარლამ რამიშვილი, თინათინ ასათიანი, თეა შომახია, რამაზ ჩაჩანიძე, ფრიდონ დოჩია, პაატა დობორჯგინიძე, მიხეილ ვარძელაშვილი, მერი ოსოშვილი, მაია ბურდული, მამუკა ფორჩხიძე, მალხაზ ჟვანია, მალხაზ ჭანკოტაძე, მაია კაპანაძე, ლევან ჭელიძე, კობა ცხაკაია, კახა სარალიძე, კახა შალამბერიძე, ირაკლი თაბაგარი
გოჩა ლობჟანიძე, გიორგი კაჭარავა, გია კობაური, დავით ასლანიშვილი, არჩილ ყიფიანი, ანასტასია დადეშქელიანი, ალექსანდრე ლომოური, აკაკი შენგელია და ნიკოლოზ მეგრელიშვილი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა გია ჭანტურიამ 14 დეკემბერს დატოვა. დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი ასრულებს. ახალი დირექტორი კონკურსის წესით ერთი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს.